вторник, 7 июня 2016 г.

                                                   რეფლექსია
  გავიარე ინტელის ძირითადი კურსი:,,პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება." რომლის ძირითადი მიზანია სასწავლო პროექტების სრულყოფილი განხორციელებისას ისტ-ის ინტეგრირებაში მასწავლებლის ხელშეწყობა ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნის სტანდარტის შესაბამისად.
  ამ ტრენინგის ფარგლებში ვისწავლე თუ როგორ უნდა დავგეგმო სრულყოფილი პროექტი თავისი გეგმით, პრეზენტაციით, შეფასების რუბრიკებით. ვისწავლე თუ როგორ უნდა ავტვირთოთ ბლოგზე ვიდეო. გავეცანით ინტელის თეორიულ ნაწილს, რომელსაც აქტიურად გამოვიყენებ მომავალში პროექტის დაგეგმისათვის.
 მადლობა ბატონ ავთანდილს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის.

суббота, 14 мая 2016 г.

რეფლექსია

    მესამე ტრენინგზე გავეცანი მეორე მოდულს, სასწავლო პროექტების დაგეგმვას რომლის ფარგლებშიც გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას, განახლებულ ბლუმის ტაქსონოპმიას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, მიმართულების მიმცემ სიტყვებს(ზოგადი, თემატური, შინაარცობრივი).
    ტრენინგის შემდეგ დღეს გავეცანით ინტერნეტით კავშირებს. ვიმუშავეთ დრაივში. ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო.

вторник, 8 ноября 2011 г.

1.პროექტის სახელწოდება:"კრიტიკული მკითხველი"
2.პროექტის მთავარი იდეა:კრიტიკული მკითხველი აფასებს მას, რასაც კითხულობ.
3.პროექტის აქტუალურობა:ტვინი მოდის მოძრაობაში.
4.პროექტის მიზნები: ტექსტის წინასწარი გაცნობა, უშუალოდ წაკითხულის გააზრება.
5.მონაწილეთა ასაკი: XI-XII კლასის მოსწავლეები.
6.ვადები/ხანგრძლივობა:1თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქრები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები ჩამოყალიბდებიან კრიტიკულ მკითხველებად.განუვითარდებათ წიგნთან ინდივიდუალური, ჯგუფური მუშაობის პრეზენტაზიის უნარი.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სზვადასხვა მხატვრული ლიტერატურა.(კ.გამსახურდიას რომანები...)
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):კრიტიკული მკითხველი ინდივიდუალურად კითხულობს ლიტერატურას,ინიშნავს საინტერესო და მნიშვნელოვან ადგილებს.პროექტის მონაწილეები ჯგუფურად უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ შეხედულებებს და მსჯელობენ. კრიტიკული მკითხველის მთავარი ამოცანა არის ის, თუ რამდენად ახლობელია ავტორის აზრი, არამედ ის, თუ რამდენად სწორია,არგუმენტირებულია წაკითხული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მარიეტა შალამბერიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: m.shalamberidze20@gmail.com
13პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: shalamberidze20.blogspot.com